აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს
აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს. როგორც შსს იტყობინება, პოლიციამ ის თბილისში საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია შსს-ის პრესრელიზში.

ცნობისთვის, 9 ივნისს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 სინდისის პატიმრის პროცესის მიმდინარეობისას იმყოფებოდა, რა დროსაც მას მანდატურმა მეგობრის ნახვის საშუალება არ მისცა. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მანდატურმა იძულებით გაიყვანა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *