აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი პროევროპული აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავთ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავთ, რომ არასდროს შევეგუებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და ჩვენს რწმენას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – ნათქვამია ფიცის ტექსტში.

გასულ წელს, ფიცი თავად ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ.

აქციაზე მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *