აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების თანახმად, შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნატანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.
“დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისპაჰანში”, – დაწერა ტრამპმა.
მისივე თქმით, ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.