გასულ წელს საწარმოთა 71% სოცმედიის საშუალებებს არ იყენებდა – საქსტატი

გასულ წელს საწარმოთა 71% სოცმედიის საშუალებებს არ იყენებდა – საქსტატი

2024 წელს, საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.8%, ხოლო საწარმოთა 70.7% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს. ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების (2024 წელი) კვლევაში.

გამოკვლევის თანახმად, მიხედვით, 2024 წელს საწარმოთა 95.2%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 73.3% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს იმ საწარმოთა პროცენტულ განაწილებას ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით, რომელთაც ინტერნეტზე ჰქონდათ წვდომა 2024 წელს:

გარდა ამისა, საქსტატის თანახმად, 2024 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 26.8% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 13.9%-ით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *