კობახიძის მტკიცებით, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, 2030 წელს, საქართველო EU-ში გაწევრიანდება

კობახიძის მტკიცებით, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, 2030 წელს, საქართველო EU-ში გაწევრიანდება
“ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება.

მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში.

„ჩვენ მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს, დისკუსიებს ყველა თემასთან დაკავშირებით და ვითხოვთ იმას, რომ ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ამის სანაცვლოდ, ხშირად ვხედავთ ხოლმე საკმაოდ უხეშ განცხადებებს, ზოგად განცხადებებს ყოველგვარი კონკრეტიკის, ფაქტების გარეშე. როდესაც ჩვენ გამოვთქვამთ ხოლმე, იგივე უკმაყოფილებას სხვადასხვა განცხადებასთან, ქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენს განცხადებებს ყოველთვის ვაფუძნებთ ფაქტებზე. ეს არის ჯანსაღი, ევროპული მიდგომა. სამწუხაროდ, ამ ჩვენს ევროპულ მიდგომას ხშირად პასუხობენ ხოლმე საბჭოური მიდგომით. ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის კვლავაც ძალაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხშირად ვხედავთ ხოლმე ასეთ მიდგომებს დასავლეთიდან. იმედია ეს შეიცვლება, ეს სჭირდება, პირველ რიგში, ევროპას, ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ჩვენ ამისთვის ვართ მხოლოდ და მხოლოდ მზად. ჩვენი მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი მიდგომა. 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება. იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გაჯანსაღდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *