“ოცნების” პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

“ოცნების” პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ერთპარტიულმა პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესაბამის ცვლილებებს მხარის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებს – 81-მა.

საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებული მიზნის, საქმიანობის არსისა და პერსონალური შემადგენლობის იდენტური იქნება.

მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, პარტია აკრძალოს, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. ასევე, პარტიის საქმიანობა შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს, თუმცა პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *