რას ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკისთვის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა?

რას ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკისთვის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა?
აშშ-ის პრეზიდენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ დაებომბა ირანის სამი ბირთვული ობიექტი, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის რისკი გაზარდა.

1979 წლის შემდეგ ეს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ყველაზე დიდი დასავლური სამხედრო მოქმედებებია და ახლა მსოფლიო ირანის პასუხის მოლოდინშია.

ქვეყნის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვას უკვე დაუჭირა მხარი. ირანის ერთ-ერთ საპასუხო ზომად სწორედ ამ სრუტის დახურვა განიხილება. ჰორმუზის სრუტე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა განსაკუთრებით ნავთობგადაზიდვებისთვის, რადგან ნავთობის მეხუთედის გადაზიდვა სწორედ აქედან ხდება, ეს დღიურად დაახლოებით 20 მლნ ბარელია. სრუტე მსოფლიო ვაჭრობისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. ირანი ამ სრუტის ჩაკეტვით ადრეც იმუქრებოდა, თუმცა სისრულეში არასდროს მოუყვანია. მისი ჩაკეტვა მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოიწვევს, რადგან ის ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

OPEC-ის წევრ ქვეყნებს სწორედ ამ სრუტით გადააქვთ ექსპორტის დიდი ნაწილი ძირითადად აზიურ ბაზრებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ამ სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *