რუბიო თურქეთში ჩადის, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს განიხილ

რუბიო თურქეთში ჩადის, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს განიხილ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, 14-16 მაისს თურქეთში დაგეგმილ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომია.

უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპმა გუშინ, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უნდა დათანხმდეს თურქეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.

“სულ მცირე შეხვედრა განსაზღვრავს არის თუ არა შეთანხმება შესაძლებელი. თუ შეუძლებელია მაშინ ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ. ჩაატარეთ შეხვედრა ახლავე!” – დაწერა ტრამპმა.

თავის მხრივ ზელენსკიც ამბობს, რომ 15 მაისს თურქეთში პუტინს პირადად დაელოდება. მანამდე პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე წერია, რომ მანამდე რუბიო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთში ჩავა. ვიზიტის მთავარია მიზანია რეგიონის ქვეყნებთან ამერიკის თანამშრომლობის გაძლიერება მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. ამას გარდა, აშშ კიდევ ერთხელ დაადასტურებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *