სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა

სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა. უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა.

გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

ცნობისთვის, ნიკოლოზ შარაძე თანამდებობას 2020 წლის დეკემბრიდან იკავებდა.

დავით თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. ის 2018 წლიდან მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე კი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა – დეტალები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *