სისხლის სამართლის კოდექსს სასჯელის ახალი სახე ემატება, რომელიც უცხოელებს შეეხება

“მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიღე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შედის, რომელიც უცხოელებს შეეხება. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ თქვა, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

მისივე თქმით, ასევე იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

“გვინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს – სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. იზრდება მნიშვნელოვნად ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *