ვენსის განმარტებით, მასკი შესანიშნავი ანტრეპრენიორია, თუმცა ის ზედმეტად ემოციურია და ტრამპთან მისი დაპირისპირება ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო. როგორც ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ემოციებს აჰყვა და იმაზე მეტი თქვა, ვიდრე ეს საჭირო იყო.
ვენსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მასკს გული მოუბრუნდება და დამშვიდდება, თუმცა ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან მას ამჯერად ზედმეტი მოუვიდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ტრამპმა და მასკმა სოციალურ მედიაში საჯარო დაპირისპირება გამართეს, სადაც ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. მასკის თქმით, მისი მხარდაჭერის გარეშე, ტრამპი არჩევნებში დამარცხდებოდა. ხოლო ტრამპი ამბობს, რომ მასკის „გაგიჟება“ ბიუჯეტის პროექტიდან იმ სუბსიდიების ამოღებამ გამოიწვია, რომლითაც Tesla წლების განმავლობაში სარგებლობდა.