ქუთაისის გაზაფხულის დღესასწაულის – „გვირილობის” ისტორია და აღნიშვნის ტრადიცია

ქუთაისის გაზაფხულის დღესასწაულის – „გვირილობის” ისტორია და აღნიშვნის ტრადიცია
მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, 2 მაისი, ქუთაისის გაზაფხულის დღესასწაულად იქცა. „გვირილობა”, რომელიც ქუთაისობის სახელითაც არის ცნობილი, ქუთაისელებისთვისა და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია.

ისტორიულად, ამ დღეს ქალაქი ხალხით, სიცოცხლით, მუსიკითა და ხელოვნებით ივსებოდა. იმართებოდა თეატრალური სპორტული შეჯიბრებები და სახალხო სეირნობები — ეს ტრადიცია დღემდე ნარჩუნდება. ამ დღეს თითქოს თავად ქალაქი გვიწვევს, ერთად გავიზიაროთ მისი განწყობა და ისტორია.

გვირილობის ისტორიაკეთილშობილური ფესვებიდან

დღესასწაულის საწყისი მნიშვნელობა ბევრისთვის უცნობია. გვირილობა პირველად 1921 წელს აღინიშნა. მისი შექმნის ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

იმ დროისთვის გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი კი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. შესაბამისად, დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული.

გვირილობა და ცვლილებების ხანა

1919 წლიდან, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დღევანდელი სახით გვირილობა თითქმის 60 წლის განმავლობაში აღარ ჩატარებულა.

თუმცა 1980-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ტრადიცია აღადგინა — გვირილობა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს, როგორც ქუთაისობის სახალხო და კულტურული ზეიმი.

მას შემდეგ დღემდე, 2 მაისი ქუთაისის დღედ იქცა — ქალაქის განწყობა კი ხელოვანებისთვის შთაგონების უცვლელ წყაროდ დარჩა. ქუთაისი ხომ ის ქალაქია, რომელიც, ერთხელ თუ ნახე, გულში სამუდამოდ რჩება.

საქართველოს ბანკი და გვირილობის დღესასწაული

უკვე წლებია, რაც საქართველოს ბანკისთვის გვირილობა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ დღესასწაულად იქცა. გაზაფხულის ქუთაისი თავისი მელანქოლიით, სიმშვიდითა და შემოქმედებითი ენერგიით თითქოს თავად უხმობს ხელოვანებს — კომპოზიტორებს, პოეტებს, მხატვრებს — რათა შთააგონოს ისინი და მათი შემოქმედება გაამდიდროს.

ეს ემოციები საქართველოს ბანკმა არაერთ კამპანიაში გააცოცხლა — ხელოვნებად ქცეულ თბილ გრძნობად, რომელიც გვახსენებს, რომ ქუთაისობა არა მხოლოდ ქალაქის დღესასწაულია, არამედ გულის მდგომარეობაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *