ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, გია ხუბუა თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, გია ხუბუა თანამდებობას ტოვებს
“გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს”, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

ხუბუა განმარტავს, რომ თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში”, – წერია გია ხუბუა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად 2024 წლის 22 ივლისიდან იქნა არჩეული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *