აბსურდული მარკეტინგული პოლიტიკის გამო დავკარგეთ დანია-შვედეთის ტურისტული ბაზარი – ლაშა ბერეკა

აბსურდული მარკეტინგული პოლიტიკის გამო დავკარგეთ დანია-შვედეთის ტურისტული ბაზარი – ლაშა ბერეკა

აბსურდული მარკეტინგული პოლიტიკის გამო დავკარგეთ დანია-შვედეთის ტურისტული ბაზარი – ლაშა ბერეკაშვილი

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა ბერეკაშვილი, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტს წელს მგზავრთნაკადის 16%-იანი კლება დაუფიქსირდა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

ბერეკაშვილის განცხადებით, ყურადსაღები იყო ქუთაისი-კოპენჰაგენის რეისის გაუქმება, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ დანია-შვედეთის ერთობლივი ტურისტული ბაზარი დაკარგა – ბაზარი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია.

Wizz Air-მა პირდაპირი ავიამიმოსვლა ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულებით შეწყვიტა, რადგან საქართველოს შესაბამისმა ტურისტულმა სამსახურებმა ამ ბაზარზე სწორი მარკეტინგული კამპანია არ გაატარეს. ამის ნაცვლად, ძალისხმევა დაიხარჯა ინდოეთში, გალფის ქვეყნებსა და აშშ-ს ბაზარზე, სადაც პირდაპირი ფრენები საერთოდ არ გვაქვს. ამ აბსურდული მარკეტინგული პოლიტიკის გამო დავკარგეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – დანია-შვედეთის ბაზარი,“ – აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, აპრილიდან გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა, რაც სეზონური ტურისტული გააქტიურებითაა გამოწვეული. თუმცა, პრობლემები კვლავაც რჩება. ბერეკაშვილის თქმით, ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტს არცერთი ახალი ავიაკომპანია არ დამატებია, ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გადავადებულია.

„ასაფრენი ზოლის მოწესრიგების დაგვიანება აჭიანურებს აეროპორტის განვითარებას, რაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობდა,“ – განაცხადა ბერეკაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *