ადგილობრივი [რძის] ნაწარმი იმპორტირებული პროდუქციით არ უნდა ჩანაცვლდეს – მოსაზრება

ადგილობრივი [რძის] ნაწარმი იმპორტირებული პროდუქციით არ უნდა ჩანაცვლდეს – მოსაზრება

ადგილობრივი [რძის] ნაწარმი იმპორტირებული პროდუქციით არ უნდა ჩანაცვლდეს – მოსაზრება

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ექს-დირექტორის და რიტეილ-ექსპერტ მირანდა მანჯგალაძის აზრით, ადგილობრივი რძის ნაწარმი იმპორტირებული პროდუქციით არ უნდა ჩანაცვლდეს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ე.წ. „რძის სკანდალით“ გამოწვეულ პრობლემასა და გამოსავლის ძიებაზე საუბრისას განაცხადა.

რიტეილ-ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენისგან რძის მწარმოებელ-გადამმუშავებლები არცერთ ქვეყანაში არაა დაზღვეული.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაგალითად, „სანტე“ და „აგროჰაბი“ იცავენ სტანდარტებს. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ წუნდებულ რძეს უკან აბრუნებდნენ და ასევე, ყველა მიმწოდებლისგან არ იღებდნენ რძეს. არ მინდა, მოქალაქეების გაღიზიანება გამოვიწვიო, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არცერთი კომპანიაა ასეთი ფაქტებისგან დაცული.

არავითარ შემთხვევაში, არ ვეთანხმები იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია ჩანაცვლდეს იმპორტირებულით. ამ დღეების განმავლობაში ზოგიერთი სავაჭრო ობიექტისგან მოვისმინე ინფორმაცია, რომ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნების რძეს ვყიდით, რომელიც 100%-ით ნედლი რძისგანაა დამზადებული, ნატურალურია და ა.შ.

გასაგებია, რომ ცდილობენ, ადგილობრივის ჩანაცვლება იმპორტირებულით მოხდეს, რომელიც უფრო მაღალმარჟიანია. მომხმარებელიც დაბნეულია და ჰგონია, რომ ადგილობრივი წარმოება საფრთხის შემცველია და იმპორტირებული – არა, თუმცა ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას – თუ დააკვირდებით კონკრეტულ პროდუქტს და მის ვადიანობას, სწორედ, რომ ხანგრძლივი ვადით ხასიათდება იმპორტირებული პროდუქტი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დანამატები რათა თავი შეინახოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არც თუ ისე სასარგებლო უნდა იყოს ორგანიზმისთვის“, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე.

მისი თქმით, მთავარია, საქართველომაც გაიაროს ის გზა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპულმა ბიზნესებმა გაიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული პროდუქტი ასოცირდება ხარისხთან.

„მეტი ევროკავშირის რეგულაცია საქართველოში, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს ხარისხიანად დაცული. წერტილი“ – ამბობს მირანდა მანჯგალაძე და თავის მოსაზრებებს 4 ძირითად პუნქტად აყალიბებს:

„1. სისტემურად უნდა დაინერგოს/მოეთხოვოს მწარმოებელ კომპანიებს ნებისმიერი გამოყენებული ნედლეულის მათ შორის წყლის შემოწმება მნიშვნელოვან პარამეტრებზე. ეს უნდა მოხდეს ან სისტემატურად ან პერიოდულად გააჩნია რისკფაქტორებს – უნდა გაუმჯობესდეს მიკვლევადობა გამჭვირვალობის და პრევენციული ქმედებების გატარების ფონზე.

2. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩანაცვლდეს იმპორტირებული პროდუქციით ადგილობრივი ნაწარმი, რადგან თუ დააკვირდებით კონკრეტულ პროდუქტს და მის ვადიანობას, სწორედ, რომ ხანგრძლივი ვადით ხასიათდება იმპორტირებული პროდუქტი, რაც ნიშნავს რომ მას აქვს დანამატები რათა თავი შეინახოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არც თუ ისე სასარგებლო უნდა იყოს ორგანიზმისთვის.

3. როგორ აღდგეს იმიჯი და ნდობა – კომპანიებმა, რომელთაც დაკარგეს ნდობა და ლოგიკურია, აუცილებლად უნდა იმუშაონ, რომ მომხმარებელს აუხსნან სტანდარტი, რაც განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება და მერე ამ სტანდარტის შესაბამისად დაანახვონ მომხმარებელს, რომ საწარმოში ეს სტანდარტი დაცულია არა მხოლოდ ფურცელზე არამედ პრაქტიკაში.

4. სისტემის მშენებლობა, რომელიც დაფუძნებული იქნება პრევენციული ზომების დანერგვაზე და სახელმწიფო კონტროლზე – მეტი ევროკავშირის რეგულაცია საქართველოში, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს ხარისხიანად დაცული – წერტილი“, – აცხადებს 2014—2017 წლებში შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ყოფილი დირექტორი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *