ავარია გონიოში – არიან გარდაცვლილები

ავარია გონიოში – არიან გარდაცვლილები

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკა “ბიემსიში” არიან გადაყვანილები.

შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *