ტურს ბენდი „ჩვენებურები“ გახსნის. პირველი დღე „თემურიკო დიასამიძე და მეგობრების“ კონცერტით დასრულდება. 20 ივლისს „Art-გენის“ სცენა GAGA FRANI-ს დაეთმობა, 21 ივლისს კი „ნინო ქათამაძე & INSIGT-ის“ კონცერტს მოვისმენთ.
26 ივლისს ფესტივალი REGGAEON-ის კონცერტით გაგრძელდება. 27 ივლისს დასკვნით კონცერტს „სუხიშვილები“გამართავენ. “Art-გენი 2024-ის” თბილისის ტური, ტრადიციისამებრ, „33ა“-ს კონცერტით დაიხურება.
ფესტივალის წარმდგენია „ავერსი“, მხარდამჭერები – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია, სპონსორები – „საგურამო სტეიჯი“, „ნატახტარი“, ,,წყალი მთის“ “მილდიანი“.
“Art-გენი 2024” რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ფესტივალი 3 აგვისტოს დმანისში, პანტიანის ტბაზე, REGGAEON-ისა და SHEREKILEBI-ს კონცერტით დასრულდება.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 21 წლის განმავლობაში მან მთელ საქართველოში მოიკვლია, დააარქივა და დაკარგვას გადაარჩინა უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები.