აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნა ისევ გადაიდო

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნა ისევ გადაიდო
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი კვლავ გახანგრძლივდა — შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უკვე მოაწერა ხელი.

ახალი დადგენილებით, აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გახსნის. ქვეყანამ საზღვარი 2020 წლის გაზაფხულზე, COVID-19-ის პანდემიის გამო ჩაკეტა და მას შემდეგ გახსნის გადაწყვეტილება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება ოფიციალურად გამოაცხადა.

ბაქოს პოზიცია უცვლელია — ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალურ რეჟიმს “მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე საჭირო იქნება”. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საზღვრების დახურვამ აზერბაიჯანი “მეტად დიდი კატასტროფისგან” იხსნა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს კი ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზითაც შეუძლიათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *