აზერბაიჯანში 4,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები შეკისა და ოგუზის რაიონების საზღვარზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 17 კმ სიღრმეზე იყო.