აზიის ბაზარი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები … – რომელი ბაზრებიდანაა აჭარაში უძრავი ქონების შ

აზიის ბაზარი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები … – რომელი ბაზრებიდანაა აჭარაში უძრავი ქონების შ

აზიის ბაზარი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები … – რომელი ბაზრებიდანაა აჭარაში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა?

უძრავი ქონების ექსპერტი, თემურ დიასამიძე BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” აჭარის რეგიონში უძრავი ქონების შეძენის ტენდენციებზე საუბრობს.

მისი თქმით, ყველაზე აქტიური მყიდველები აზიის ქვეყნებიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებიდან არიან, მაშინ როცა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის დაინტერესება მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამასთან, როგორც ყოველთვის აქტიურია ისრაელის ბაზარიც.

„ისრაელი აქტიურობს, თუმცა ზოგადად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა ძალიან შემცირებულია. რაღაც ტიპის გაყიდვები ამ ქვეყნებზე არის, თუმცა ძირითადად აზიის ქვეყნები ჭარბობს. აქტიურობა შეიმჩნევა ინდოეთიდან, ასევე ჩინეთიდანაც, თუმცა ბათუმში ჩინეთიდან იმდენად აქტიურები არ არიან, როგორც ბოლო წლებში თბილისში გააქტიურდნენ“, – განმარტა ექსპერტმა.

დიასამიძის შეფასებით, ბათუმში ბოლო წლებია ერთნაირი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება, რომელთა დიდი ნაწილი აპარტამენტების პრინციპით ფუნქციონირებს და წლის განმავლობაში გაქირავებით შემოსავლის მიღებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ვიზიტორს ქალაქში მიმდინარე აქტიური მშენებლობები შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, საერთაშორისო კონტექსტში ბათუმის მშენებლობები, ექსპერტის თქმით, დიდი მასშტაბის არ არის.

“ბათუმში ბოლო წლებში ერთი და იგივე ტიპის კომპლექსები კეთდება, უბრალოდ სადღაც არის ბრენდი და სადღაც არა. ყველა დანარჩენი პოზიციონირებს, როგორც აპარტამენტად, რომელიც წლის განმავლობაში გაქირავდება და ბინის პატრონს შემოსავალს მოუტანს. ამ მიმართულებით ინტერესი არის და ვფიქრობ მომავალ წელსაც იქნება, რადგან შეიძლება ბათუმში ჩამოსულ ადამიანს მშენებლობა ბევრი ეჩვენება, მაგრამ საერთოდ ბაზარს თუ გადავხედავთ და იმ ქვეყნებს, რომლებიც შეიძლება საქართველოთი დაინტერესდნენ, ეს მშენებლობა შეიძლება ითქვას, რომ მცირეა“, – აცხადებს თემურ დიასამიძე.

მისი პროგნოზით, მეორადი ბაზრის გააქტიურებასაც მოსალოდნელია : „ადამიანები, რომლებმაც 5-6 წლის წინ ბინა იყიდეს და მოგება ვერ ნახეს, ამ ბაზრის მიმართ დაინტერესებას კარგავენ. ამიტომ, ამ მიმართულებით სხვადასხვა ტენდენცია შეინიშნება“, – განაცხადა მან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *