“აზიური ქვეყნებიდან 20 სამოგზაურო ტურია გაუქმებული” – “ტოპ ტური”

“აზიური ქვეყნებიდან 20 სამოგზაურო ტურია გაუქმებული” – “ტოპ ტური”

ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირებიდან ამ დრომდე 40-ზე მეტი რეისი მხოლოდ საქართველოდან არის გაუქმებული, ჯავშნები უქმდება აზიის ქვეყნებიდან მომავალი ტურისტების მხრიდანაც.

კომპანია “ტოპ ტურში” “საქმის კურსთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ თავად ისრაელის ბაზარზე არ მუშაობენ, თუმცა ვითარება სხვა მიმართულების ფრენებზეც ახდენს გავლენას და რამდენიმე დღის წინ ინდოეთიდან ფრენა გაუქმდა. კომპანიის კომერციული დირექტორის, ნონა ფოლადაშვილის ინფორმაციით, ივნისის ჯავშნები გაუქმებულია და არის მოლოდინი, რომ ეფექტი ზაფხულის სხვა თვეებზეც აისახება.

“ავიაკომპანიებმა, რომლებმაც ჩვენს საჰაერო სივრცეში ვერ შეძლეს შემოსვლა, ეს იყო “ინდიგო”, ინდოეთის ავიახაზები, ეს იყო ყაზახეთი, ეს იყო ერაყიდან მიმოსვლა, რუსეთი, ძალიან ბევრი. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ვმუშაობთ ჩვენ აზიის ქვეყნებზე და შესაბამისად ავიამიმოსვლა არის იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ირანის ან ისრაელის საჰაერო სივრცეები უნდა გადმოკვეთონ, შესაბამისად, ფრენები გაუქმდა. გაუქმდა არა კონკრეტული პერიოდით, არამედ არავინ იცის როდის აღდგება. არის ისეთი ავიაკომპანიები, რომლებმაც უკვე შეძლეს აღდგენა, მაგალითად იგივე ინდიგო, დღეიდან უკვე დაფრინავს, მაგრამ არის ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც ვერ მიფრინავენ. ათობით ტურისტი საქართველოშია და ელოდება რეისის ჩანიშვნას.

ამან, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია ტურიზმზე. ერთია მიმდინარე ტურების ორგანიზება და აქ ჩამოსული ტურისტების უკან დაბრუნება, სწორი მენეჯმენტი. მეორე საკითხი არის სამომავლო, სხვა ტურების გაუქმებაც, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ახლა თუ გადავხედავთ ივნისის ბოლომდე ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 20 ტურია გაუქმებული, აქედან ხუთი დიდი ჯგუფია. მათ არ იციან რა მოხდება, შესაბამისად, აუქმებენ”, – ამბობს “ტოპ ტური”-ის კომერციული დირექტორი ნონა ფოლადაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *