ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი კვება. ჩვენს სხეულში ვერაფერი გამოიწვევს ონკოლოგიას, თუ ჩვენვე არ მივუშვით სხეულამდე. ჩვენი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი, ხშირად, თავად ვართ, – ამის შესახებ გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა და დაასახელა ის პროდუქტი, რომლის მიღებაც კატეგორიულად მიუღებელია.
ერთ-ერთი არის ალკოჰოლი.
„საქართველოში ალკოჰოლი ძალიან პოპულარულია. ეს ძალიან ბევრს არ მოეწონება – 1 ჭიქაც კი არ არის სასურველი. ღვინის ფერს მნიშვნელობა არ აქვს – ალკოჰოლი მაქსიმალურად შეამცირეთ და მიიღეთ მაშინ, როცა ამის სერიოზული მიზეზი არსებობს.
ალკოჰოლის მიღება 4 სიმსივნის რისკის გამომწვევი შეიძლება იყოს: ქალების შემთხვევაში – სარძევე ჯირკვლების, შეიძლება იყოს ხახის, საყლაპავის და ღვიძლისა. ეს 4 განსაკუთრებით გავრცელებულია ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში“, – განმარტა ექიმმა.