ალკოჰოლური სასმელების სექტორის საკრედიტო პორტფელი ₾1.2 მილიარდია – სებ

ალკოჰოლური სასმელების სექტორის საკრედიტო პორტფელი ₾1.2 მილიარდია – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის მიხედვით, სექტორის საკრედიტო პორტფელი 1.2 მილიარდი ლარია. ეს პორტფელი მთლიანი ბიზნეს სექტორის პორტფელის 3,63%-ს შეადგენს.

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, პორტფელის 78% კორპორატიულ სექტორშია გაცემული, 14% მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხოლო 8% მიკრო ბიზნესზე.

სასესხო პორტფელის 50% ლარშია დენომინირებული, 28% ევროში და 22% დოლარში.

ამასთან, პორტფელის 55%-ით დაფინანსებულია ღვინის მიმართულება, 16% ლუდის, ხოლო 14% ბრენდი.

ალკოჰოლური სასმელების პორტფელის 31% დაფინანსებულია სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საიდანაც 87% პროცენტის სუბსიდირებაზე მოდის.

რაც შეეხება საკრედიტო პორტფელის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ალკოჰოლური სასმელების პორტფელის ECL (მოსალოდნელი ფინანსური ზარალი) 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გაუარესდა და გადაასწრო ბიზნეს სექტორის საშუალო ECL კოეფიციენტს. 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით პორტფელის 82% პირველ საკრედიტო რისკის დონეს მიეკუთვნება, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია ბიზნეს სექტორის პირველი საკრედიტო რისკის დონესთან შედარებით, სადაც მისი წილი 91%-ს შეადგენს.

პორტფელი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, ტოპ-1 მსესხებელს პორტფელის 10% უკავია, ხოლო ტოპ-10 მსესხებელზე პორტფელის 38% მოდის;

ალკოჰოლური სასმელების სექტორის EBITDA, ROA და ROE კოეფიციენტები უცხოური კომპანიების კოეფიციენტების მსგავსია, თუმცა DEBT/EBITDA და Equity Ratio-ს მხრივ, შედარებით უკეთესი კოეფიციენტი ფიქსირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *