ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე,- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
რუბიო ხაზს უსვამს რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესში აშშ-ის ჩართვის სურვილს.
“ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს რუს ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ნათელი მომავლისკენ სწრაფვას. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი, კონსტრუქციული ჩართულობისკენ რუსეთის ფედერაციასთან, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობა დამყარდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.