ამერიკა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაა, რომლის სიძლიერე, დიდწილად, ბიზნესზე დგას, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მსოფლიოს ასი უდიდესი კომპანიიდან სამოცი სწორედ ამერიკულია. ამ კომპანიების წარმატებას განაპირობებს, როგორც ამერიკული ოცნების ცნება, ანუ იდეა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია, ასევე ამერიკული კორპორაციული სტრუქტურა და დირექტორების, იგივე CEO-ების კულტი. დირექტორის ანაზღაურება პირდაპირაა მიბმული კომპანიის ფინანსურ წარმატებას, შესაბამისად კარგი CEO ყველაფერს ცდილობს, რომ უკეთესი შედეგი დადოს.
დღეს, სწორედ ამერიკის 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად დირექტორებს გაგაცნობთ.
1 — ჯიმ ანდერსონი
ასაკი: 53 წელი
ანაზღაურება: $101 მლნ
კომპანია: Coherent Corporation
კაპიტალიზაცია: $12.6 მლრდ
2 — ბრაიან ნიკოლი
ასაკი: 50 წელი
ანაზღაურება: $96 მლნ
კომპანია: Starbucks
კაპიტალიზაცია: $103 მლრდ
3 — ჰენრი ლორენს კალპი უმცროსი
ასაკი: 62 წელი
ანაზღაურება: $87 მლნ
კომპანია: General Electric
კაპიტალიზაცია: $268 მლრდ
4 — სატია ნადელა
ასაკი: 57 წელი
ანაზღაურება: $79 მლნ
კომპანია: Microsoft
კაპიტალიზაცია: $3.5 ტრლნ
#5 — ტიმ კუკი
ასაკი: 64 წელი
ანაზღაურება: $75 მლნ
კომპანია: Apple
კაპიტალიზაცია: $3 ტრლნ