ამერიკული და ვიეტნამური კომპანიები ტრამპს 46%-იანი ტარიფების გადადებას სთხოვენ – Reuters

ამერიკული და ვიეტნამური კომპანიები ტრამპს 46%-იანი ტარიფების გადადებას სთხოვენ – Reuters
ამერიკული და ვიეტნამური კომპანიები, ტრამპის ადმინისტრაციას ვიეტნამური საქონლისთვის დაგეგმილი 46%-იანი ტარიფების დაწესების გადადებას სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიეტნამის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ამერიკის სავაჭრო პალატამ შეშფოთება გამოთქვეს და კომერციის მდივან, ჰოვარდ ლუტნიკს მისწერეს, რომ ტარიფები, რომლებიც ძალაში ოთხშაბათს შედის, “შემაძრწუნებლად მაღალია”.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიეტნამის ლიდერი ტო ლამი პარასკევს შეთანხმდნენ, რომ განიხილონ შეთანხმება ტარიფების მოხსნის შესახებ, ორივემ განაცხადა სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელსაც ტრამპმა უწოდა “ძალიან პროდუქტიული”.

შეგახსენებთ, ტარიფების პარალელურად 3 -4 აპრილს, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე კომპანიებმა დაახლოებით $6,6 ტრილიონი დაკარგეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *