გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ფარული კენჭისყრის შედეგად, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ხმა 167-მა სახელმწიფომ მისცა.
ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ერთი წლით უხელმძღვანელებს.