„თუ შევეცდებით ობიექტურად გავაანალიზოთ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა, საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით დარღვევაა საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომლის სამართლებრივი არგუმენტაცია დღემდე არ გაუცია ბრიუსელს.
„დღემდე არ დაუსახელებიათ არც ერთი მუხლი ან საფუძველი, რითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბრიუსელმა ჩვეულებრივად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც არის ორგანიზაციის არასათანადო ქცევა“, — ამბობს პაპუაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში ხედავს პარტიულ მიკერძოებებსა და „მავნე მიზნებს“ გარკვეული სუბიექტების მხრიდან.
მისივე თქმით, საქართველოს არ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა „სხვის თვითნებობასა და არაკეთილსინდისიერებაზე“.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ევროპარლამენტი და საბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ.
შეჩერების მექანიზმის რეფორმა ევროკავშირს უმარტივებს მესამე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, უსაფრთხოების საკითხებიდან და ადამიანის უფლებების დარღვევებიდან გამომდინარე.
იქამდე, 27 იანვარს ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა