განმარტებით ბარათში წერია, რომ ნარჩენების მართვა უშუალო ზეგავლენას ახდენს გარემოზე, შესაბამისად, ის პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა, ამ სამინისტროს კომპეტენცია იყოს.
“ქართული ოცნების” პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ამის მიზეზი ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებია და ნარჩენების მართვის გამოყოფის საკითხიც მასთან თანხვედრაში უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ მანამდე რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაიყო და ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდა.