“არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა…” – რას მოგვიტანს თურნავას აზრით ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობა?

“არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა…” – რას მოგვიტანს თურნავას აზრით ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობა?

“არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა…” – რას მოგვიტანს თურნავას აზრით ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობა?

სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. მან ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა.

მისივე თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობას მეტ წვდომას მისცემს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე.

ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მსხვილი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან.

გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

სებ-ის ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან. აღნიშნული სამი ბანკი ჩინეთის უმსხვილესი ბანკების „დიდ ოთხეულში“ შედის. “ჩინეთის ბანკი” წარმოდგენილია მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 4.6 ტრილიონი აშშ დოლარი. “ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი” ოპერირებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში, მთლიანი აქტივები აღემატება 6 ტრილიონ აშშ დოლარს. “ჩინეთის სამშენებლო ბანკი” კი ოპერირებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 5.4 ტრილიონი აშშ დოლარი.

მემორანდუმი ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან – როგორ ითანამშრომლებენ მხარეები?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *