„არომაპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრების გაზრდაზე მუშაობს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

„არომაპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრების გაზრდაზე მუშაობს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

„არომაპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრების გაზრდაზე მუშაობს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

ქართული ნატურალური წვენის მწარმოებელი კომპანია „არომაპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. აღნიშნულზე BM.GE-სთან კომპანია „არომაპროდუქტი“ ორგანული შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ნოზაძემ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წელს, 3 თვეში ნატურალური წვენების ექსპორტი მცირედით შემცირდა, ხოლო შემოსავალი გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ნატურალური წვენის ფასი საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა.

გიორგი ნოზაძის თქმით, ექსპორტის ძირითადი მიმართულება არის აშშ, რომელზედაც მთლიანი ექსპორტის 30-40% მოდის, ამასთან პროდუქცია გადის ევროპის და აზიის ქვეყნებში.

“ჩვენი ექსპორტის 30-40%, ძირითადი წილი მოდის აშშ-ზე შემდეგ არის ევროპის და აზიის ქვეყნები. ღირებულება დამოკიდებულია წვენების ნაირსახეობაზე, შეფუთვაზე, ლოგისტიკაზე და კიდევ სხვა ბევრ პარამეტრზე. ახალ ბაზრებზე კომპანიის დამფუძნებელი სისტემატურად მუშაობს, მათ შორის უკვე არსებულ ქვეყნებში ბაზრების გაფართოებაზეც და ასორტიმენტების გაზრდაზეც.

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები არის კატართან, სინგაპურთან, მალაიზიასთან და სხვა ბაზრებთან. ექსპორტირებული წვენების ღირებულებას ვერ დავაკონკრეტებთ, ბევრი ნიუანსების გამო რაც პირდაპირ აისახება საექსპორტო პროდუქტის ღირებულებაზე. რაც შეეხება ადგილობრივ ფასებს, 1 -ლიტრიანი წვენის საშუალო ღირებულება 17-22 ლარის ფარგლებში მერყეობს”, – ამბობს კომპანიის „არომაპროდუქტი“ შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ნოზაძემ.

მისივე ინფორმაციით, წარმადობის ზრდის პარალელურად საწარმოო გადაიარაღებაც მიმდინარეობს, რაშიც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და განვითარების პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

“კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე და ყოველ წელიწადს გვაქვს ზრდა, დაახლოებით 10-20 პროცენტით. რაც შეეხება ლოკალურ გაყიდვებს, კომპანიის მიზანია პრემიუმ სეგმენტში იყოს წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ადგილობრივ გაყიდვებზე ვმუშაობთ.

ადგილობრივ ბაზარზე დავიწყეთ თანამშრომლობა “აგროჰაბის” ქსელთან, გავფართოვდით “გეფაში”, როგორც ჯპს-ს ასევე, ფარმადეპოს ფილიალებში. წარმატებით ვთანამშრომლობთ ასევე “ჯორჯიტა”-ს ქსელთან. ივნისის თვეში თანამშრომლობას ვიწყებთ საქართველოში 2 უდიდეს ქსელთან”, – ამბობს ნოზაძე და დასძენს, რომ კომპანიამ სამაცივრე საწყობები დაამატა, ნედლეულის დასასაწყობებლად და მისივე ცნობით, გაფართოებასთან ერთად, კომპანია ყოველ წელს 20-30%-იან წარმადობის ზრდას გეგმავს.

კომპანია „არომაპროდუქტი“ ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს და კახეთში როგორც გადამმუშავებელ საწარმოებს, ასევე ორგანული ხეხილის და ბოსტნეულის ბაღს ფლობს. არომაპროდუქტი არის ექსპორტიორი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ხილის და ბოსტნეულის წვენებს, სანელებლებს და საწებლებს, როგორც ორგანულს ისე არაორგანულს სთავაზობთ. ასევე, კომპანია წარმოდგენილი არის ქართულ ბაზარზეც ორგანული წვენების სახით, პრემიუმ სეგმენტში. კომპანია ფლობს ორგანულ სერტიფიკატებს როგორც ევროპის, ასევე ამერიკის, კორეის, იაპონიის და ტაივანის, შესაბამისად კომპანია გადის ყოველწლიურ აუდიტს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *