საქართველოს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი ISO 9001:2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა წარმატებით დანერგა. აღნიშნული სერტიფიკაცია კიდევ უფრო აუმჯობესებს ორგანიზაციის შიდა პროცესებს, ზრდის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ მომსახურების სტაბილურად შეთავაზებას.
ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტია, რომლის გამოყენებით საქართველოს ბაზარზე წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი შექმნის მართვის სტრუქტურირებულ ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება პროცესებსა და რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას. მისი ძირითადი ამოცანებია:
- მომხმარებლის კმაყოფილების დონის ამაღლება;
- პროცესებზე და რისკებზე დაფუძნებული მართვის მოდელის დანერგვა;
- საოპერაციო ეფექტიანობისა და მუდმივი განვითარების წახალისება;
- თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა და ლიდერშიფის როლის გაძლიერება;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
ISO-ს დანერგვის პროცესში, არქი თანამშრომლობდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანოსთან – TÜV NORD-თან. მათ მიერ სერტიფიცირების ეტაპზე ჩატარებული აუდიტი არქიმ წარმატებით გაიარა. აღსანიშნავია, რომ TÜV NORD-ს აკრედიტაცია მინიჭებული აქვს გერმანიის ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს – DAkkS-ის მიერ. პროცესში, ასევე ჩართული იყო კომპანია „შპს მენეჯმენტის სისტემები“, რომელმაც უზრუნველყო კონსულტაციები და სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ISO 9001?
დღეს ISO 9001 ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტია მსოფლიოში და 190-მდე ქვეყანაში გაცემულია ერთ მილიონზე მეტი სერტიფიკატი. ის ეკუთვნის ISO 9000-ის ჯგუფს, რომელიც მოიცავს ხარისხის მენეჯმენტის შვიდ პრინციპს, მათ შორის მომხმარებელზე ფოკუსსა და უწყვეტ გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ ISO 9001 ამ ჯგუფის ერთადერთი სტანდარტია, რომელსაც სერტიფიცირება აქვს. სწორედ ამ და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ხორციელდება სამშენებლო პროექტები არქისგან და სხვა შიდა პროცესების მართვა.
არქისთვის ისეთი სტანდარტის დანერგვა, როგორიც ISO 9001:2015-ია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს მაღალი ხარისხის, სტაბილური განვითარებისა და პროცესების გამჭვირვალობის მიმართულებით. სტანდარტიზაცია ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს დასრულებული და მშენებარები ბინები არქიში ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით.
სერტიფიცირებით არქი კიდევ უფრო აძლიერებს თავის პოზიციონირებას როგორც ხარისხზე, განვითარებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული ბრენდი.