„არქლაინი“ –ალუმინის კარ-ფანჯრების და შემინვითი სისტემების წარმატებული ექსპორტი აშშ-ში

„არქლაინი“ –ალუმინის კარ-ფანჯრების და შემინვითი სისტემების წარმატებული ექსპორტი აშშ-ში

„არქლაინი“ –ალუმინის კარ-ფანჯრების და შემინვითი სისტემების წარმატებული ექსპორტი აშშ-ში

ქართულმა კომპანიამ „არქლაინ ენჯინიერინგმა“ წარმატებით შეაღწია ამერიკის ბაზარზე, სადაც ახდენს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს, მათ შორის: ალუმინის კარ-ფანჯრებს, ვიტრაჟებს, სლაიდურ სისტემებსა და ფასადურ კონსტრუქციებს.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი მარიამ ჯაფარიძე აცხადებს, „არქლაინის“ პროდუქცია გამოიყენება საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებში ისეთ შტატებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ფლორიდა და ჯორჯია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს დასავლეთ სანაპიროს მიმართულებითაც – მათ შორის კალიფორნიასთან და ტეხასთან.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ინდუსტრია გლობალურად კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩვენი ექსპორტი არამხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ ავითარებს ადგილობრივ წარმოებას და ამტკიცებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოება,“ – აღნიშნავს მარიამ ჯაფარიძე.

არქლაინისპროდუქცია მოიცავს:

კომპანია ემსახურება როგორც კორპორაციულ, ისე ინდივიდუალურ კლიენტებს. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, გამძლე და ვიზუალურად დახვეწილი სხვადასხვა სახის შემინვითი სისტემების წარმოებას. შესაბამისად თამამად შეიძლება ითქვას, რომ არქლაინი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მათზე მორგებულ, მილიმეტრების სიზუსტით შესრულებულ კონსტრუქციებს.

ქსპორტის მნიშვნელობა

“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოებები განვითარდეს და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ამაღლებს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას სამშენებლო სფეროში. ამერიკაში შესვლით ჩვენ არამარტო „არქლაინის“ საერთაშორისო მასშტაბით განვითარებას ვაძლიერებთ, არამედ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობასაც ვზრდით. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქართულ ინდუსტრიას შეუძლია გლობალურ ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს”. – აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი

დამატებითი ინფორმაციისთვის, პროექტის განფასებისა და ბიუჯეტირებისთვის დაუკავშირდით კომპანიას: 📞 (+995) 511 107 479 🌐 www.archline.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *