„ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო…“ – რა ვიდეო ვრცელდება ლომისას წმინდა გიორგი

„ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო…“ – რა ვიდეო ვრცელდება ლომისას წმინდა გიორგი

ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებს პატარა გოგონა მძიმე ჯაჭვს.

ლომისის ჯაჭვი ლომისის ხატის ატრიბუტია. ეს არის საყელურიანი, დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება ლომისას, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და აწ უკვე ქრისტიანულ ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ვიდეოს სოციალურ ქსელში გოგონა მშობელი ავრცელებს და წერს:

„რომ ვუთხარი მძიმეა ეს ჯაჭვი მისთვის, ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო. მადლობელი ვარ  ბიჭებო, რომ არ დასწყვიტეთ გული ჩემს კუდრაჭას…“

 

@tea.t74

რომ ვუთხარი მძიმეა ეს ჯაჭვი მისთვის,ასეთი პასუხი გამცა რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო❣️ P.s.მადლობელი ვარ ბიჭებო რომ არ დასწყვიტეთ გული ჩემს კუდრაჭას❤️

♬ оригинальный звук – levani

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *