აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი ჯინჭარაძე წარადგინეს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი ჯინჭარაძე წარადგინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა.

ჯინჭარაძე ამ დროისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეა. მანამდე ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე აკადემიურ სფეროში.

განათლება

  • 2021 დღემდე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • 2017-2019 – აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში;
  • 2014-2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში;
  • 2010-2014 – საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.

აკადემიური საქმიანობა

2022-2023 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

სამუშაო გამოცდილება

  • 2024/11-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
  • 2024/08-2024/11 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • 2021/04-2024/08 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
  • 2016-2020 – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი;
  • 2016/02-2016/08 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;
  • 2014-2016 – საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი;
  • 2014/03-2014/09 – სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი;
  • 2013-2014 – „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ექსპერტი.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს “პირადი განცხადების საფუძველზე” დატოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *