აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მას ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა.
მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
ჯინჭარაძე ამ დრომდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე აკადემიურ სფეროში.
განათლება
- 2021 დღემდე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
- 2017-2019 – აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში;
- 2014-2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში;
- 2010-2014 – საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.
აკადემიური საქმიანობა
2022-2023 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
სამუშაო გამოცდილება
- 2024/11-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
- 2024/08-2024/11 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
- 2021/04-2024/08 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
- 2016-2020 – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი;
- 2016/02-2016/08 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;
- 2014-2016 – საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი;
- 2014/03-2014/09 – სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი;
- 2013-2014 – „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ექსპერტი.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს “პირადი განცხადების საფუძველზე” დატოვა.