სასამართლოში 20-მდე ადამიანი დაიბარეს, თუმცა 12 მაისს ჩანიშნული პროცესების უმეტესობა გადაიდო.
გუშინ, პოსტების გამო, შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფის მოტივით, ჟურნალისტი მიშა მშვილდაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს. ასევე 12 მაისს, მამუკა მდინარაძეზე პოსტის გამო, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გუშინ, აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე – 3 000 ლარით, ხოლო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი – 4 000 ლარით დააჯარიმეს.
13 მაისს, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე.
13 მაისს, ასევე მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, მოძრაობა “ერთობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ტუმასიანი 4 000 ლარით დააჯარიმეს.
დღეს, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს. მას სტატუსის გამო დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ უჩივლა.