ისრაელის ხელისუფლებამ შვედი გარემოს დამცველი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი ქვეყნიდან დაადეპორტა. აქტივისტი საფრანგეთის დანიშნულებით მიმავალ თვითმფრინავში ჩასვეს, საიდანაც მას მშობლიურ შვედეთში გადაიყვნენ. ტუნბერგი და თერთმეტი სხვა აქტივისტი ისრაელის ჯარმა მაშინ დააკავა, როცა ისინი ღაზის სექტორის ტერიტორიაზე შეხწევას ზღვიდან, იახტით ცდილობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ღაზის სექტორის სანაპირო ტერიტორია დახურულია და მას ისრაელი აკონტროლებს.
გრეტა ტუნბერგის დაკავებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა და შვედ აქტივისტს “ბრაზის მართვის” კურსების გავლა ურჩია. პრეზიდენტის შეფასებით, ტუნბერგი უცნაური და მეტად ბრაზიანი ადამიანია, მაგრამ მას უჭირს დაიჯეროს, რომ ეს ბრაზი ნამდვილია.
შვედი აქტივისტი, როგორც ცნობილია, თვითმფრინავით მგზავრობას ერიდება, რადგან ამ დროს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ამიტომაც, ტუნბერგი ხშირად მატარებლით და გემით მოგზაურობს — სწორედ ამ გზით ჩავიდა ის ქალაქ ნიუ-იორკში 2019 წელს გამართულ გაეროს კლიმატის სამიტზე, რისთვისაც ატლანტის ოკეანე გადაცურა. თავად გრეტა ტუნბერგმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2018 წელს სკოლა მიატოვა და გარემოსდაცვითი საკითხებისთვის მეტი ყურადღბის მისაპყრობად შვედეთის პარლამენტთან პროტესტი დაიწყო.