აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სულ მცირე, ორი პირი დააკავა

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სულ მცირე, ორი პირი დააკავა
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციაზე სულ მცირე ორი პირი დააკავა. ­

არსებული ინფორმაციით, მანამდე პოლიციამ მათ საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტის 131-ე დღესაც გადაკეტეს საავტომობილო გზა.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. პარალელურად, აქცია იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *