ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორ კომპანია „აგროსფეროს“ 20 წელი შეუსრულდა, რის აღნიშვნასაც ის მომხმარებლებთან ერთად მრავალფეროვანი აქტივობებით, აქციებითა და სიურპრიზებით აპირებს.
მართლაც, „აგროსფერომ“ არ დააყოვნა და საიუბილეო წელი წამახალისებელი გათამაშებით გახსნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოიგონ ერთი ან რამდენიმე პრიზი 250-ზე მეტი პროდუქტიდან. გათამაშება რამდენიმე თვის განმავლობაში – 15 აპრილიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამჭვირვალე, მარტივი და მომენტალური – როგორია პირობები?
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიოთ „აგროსფეროს“ თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ფილიალს და შეიძინოთ BAYER-ის პროდუქტები. გაითვალისწინეთ, აქ იგულისხმება როგორც მცენარეთა დაცვის საშუალებები, ისე BAYER-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიის, DEKALB-ის სიმინდის ჰიბრიდები. ყოველ 100 ლარიან შენაძენზე გადმოგეცემათ ერთი ბილეთი, რომელსაც ფილიალშივე განთავსებული გამჭვირვალე კონტეინერიდან ამოიღებთ. ბილეთების გადაფხეკის შემდეგ კი, მომენტალურად შეიტყობთ მოგების შესახებ.
გაითვალისწინეთ, არც ბილეთებზე და არც მოგებული პრიზების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესებული არ არის. ის, თუ რამდენ ბილეთს ამოიღებთ კონტეინერიდან და რამდენი პრიზის მფლობელი გახდებით, მხოლოდ თქვენი შენაძენის მოცულობაზეა დამოკიდებული.
რა პრიზები თამაშდება?
გათამაშების მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ მოიგოთ 250-ზე მეტი პრიზი. მათ შორის, მოტობლოკები, Pellenc-ისა და Felco-ს ინოვაციური აგროხელსაწყოები, საზომი დანადგარები, საწარმოო ინვენტარი და, რაც მთავარია, Luzhong-ის 26 ათას ლარზე მეტი ღირებულების 45 ცხენისძალიანი ტრაქტორები.
პრიზების სრულად სანახავად და დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ საიუბილეო გათამაშების ვებ-გვერდს მისამართზე 20.agrosphere.ge. აქვე შეძლებთ თვალი ადევნოთ გათამაშების მსვლელობას და კომპანიის მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობებს.