აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს — უწყების თავმჯდომარის თანამდებობაზე ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა.

მოძღვრიშვილმა პოსტზე 3 აპრილს დანიშნული ბეჟან ობგაიძე ჩაანაცვლა, რომელიც დღესვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი გახდა.

მოძღვრიშვილი ბიუროს თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს — სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც აღმასრულებელი, ასევე კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი.

ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებამდე, 2021 წლიდან, ლაშა მოძღვრიშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *