ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის მთავრობები ერთმანეთს სატარიფო შეთანხმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ.
ოფიციალური პეკინის განცხადებით, 90-დღიანი შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ვაშინგტონი აგრძელებს ჩინეთის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რაც ჟენევაში მიღწეული შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.
კონკრეტულ ქმედებებს რაც შეეხება, ჩინეთის განმარტებით, აშშ-ის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა AI-ჩიპების ექსპორტზე, აამოქმედა ახალი სანქციები და ქვეყნიდან ჩინელი სტუდენტების გაძევება დაიწყო, რაც პეკინისთვის პრინციპულად მიუღებელია.
ვაშინგტონის განცხადებით, ჩინეთი თავად არღვევს სავაჭრო შეთანხმებას და ამიტომაც ამერიკა საპასუხო ზომებს იღებს. როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, ჩინეთი მიზანმიმართულად ზღუდავს აშშ-ში იშვიათი მინერალების და ბუნებრივი რესურსების ექსპორტს, რაც ჟენევის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.