აშშ-ის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუმცირებს

აშშ-ის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუმცირებს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, 2026 წლიდან ამერიკის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუმცირებს.

როგორც ჰეგსეთი განმარტავს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კონფლიქტთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს, რაც საგარეო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, თავდაცვის მდივანი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი არა ომის დაფინანსება და მისი გაგრძელება, არამედ კონფლიქტის დასრულება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა.

აღნიშნულს საკითხს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის აშშ-ის მთავრობისგან სამხედრო იარაღი პირდაპირ შეისყიდოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა საგრანტო დახმარებას არ ითხოვს და მას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სურს, რომელიც ფინანსურ ინტერესებზე იქნება დამყარებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *