აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შევეხეთ მრავალ თემას, მათ შორისაა ვაჭრობა, ირანი და ა.შ. სატელეფონო საუბარი ძალიან კარგად წარიმართა – ჩვენ ყველა საკითხში ერთ მხარეს ვართ“, – დაწერა ტრამპმა.