აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “ამერიკის ხმის” თანამშრომლების სამსახურში აღდგენის ბრძანება დაბ

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “ამერიკის ხმის” თანამშრომლების სამსახურში აღდგენის ბრძანება დაბ
შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ დაბლოკა გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას “ამერიკის ხმის” 1000-ზე მეტი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ავალდებულებდა.

მას შემდეგ, რაც მარტში, ტრამპის ბრძანებით “ამერიკის ხმის” თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს და ორ საინფორმაციო სამსახურს დაფინანსება შეუჩერეს, 22 აპრილს საოლქო მოსამართლემ ადმინისტრაციას დაავალა, მიეღოთ “ყველა საჭირო ზომა” რათა ამერიკულ მაუწყებელს დაებრუნებინა თანამშრომლები და კონტრაქტორები და აღედგინა სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მაუწყებლობა, ისევე როგორც გრანტების ნაწილი. სწორედ ეს გადაწყვეტილება გააუქმა სააპელაციო სასამართლომ.

აპელაციის საფუძველი საოლქო მოსამართლე ჯოის ლამბერტის იურისდიქცია გახდა, რომელიც, მოსარჩელე მხარის შეფასებით, მას თანამშრომლებისა და “რადიო თავისუფლებისთვის” $15 მილიონის გრანტების აღდგენის უფლებას არ აძლევდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ არ გამოიკვლია ლამბერტის გადაწყვეტილების ის ასპექტი, რომელიც მას „ამერიკის ხმის“ „კანონით გათვალისწინებული საპროგრამო დონის“ აღდგენას ავალდებულებდა.

ტრამპის დირექტივით, 80 წლის განმავლობაში პირველად, “ამერიკის ხმამ” ჟურნალისტური საქმიანობა შეწყვიტა – მედიის ვებგვერდი 15 მარტის შემდეგ არ განახლებულა, რადიო მაუწყებლობა კი მხოლოდ მუსიკალურ მიმართულებაზეა გადართული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *