„დახურვა ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა,“ — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა საელჩოსა, შეჩერდება საკონსულო მომსახურება როგორც იერუსალიმში, ასევე თელ-ავივში.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით გაუწევს სახელმწიფო დეპარტამენტი დახმარებას ისრაელში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს. უწყება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩო 2018 წლის 14 მაისს მას შემდეგ გაიხსნა, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა 2017 წლის დეკემბერში.
გახსნის ცერემონიის პარალელურად, ტრაგიკულად განვითარდა მოვლენები ღაზას საზღვართან, სადაც პალესტინელმა დემონსტრანტებმა აშშ-ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. შეტაკებებს ისრაელის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, 43 ადამიანი შეეწირა.