აშშ-ის საელჩო მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო უფროსი მრჩევლის უაით ტოლკესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ აშშ-მა ნათლად განაცხადა, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„დღეს, ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით, საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *