აშშ-ის საელჩო საკონსულო მომსახურების ცვლილების შესახებ იტყობინება

აშშ-ის საელჩო საკონსულო მომსახურების ცვლილების შესახებ იტყობინება
თბილისში, აშშ-ის საელჩოს სავიზო განყოფილება 30 მაისიდან ვიზიტების ჩანიშვნისა და კომუნიკაციის ახალ სისტემაზე გადავა. როგორც საელჩო იტყობინება, აშშ-ის საკონსულო მომსახურების ცვლილების გამო, 26 მაისამდე იმ აპლიკანტებმა, რომლებსაც უკვე ჩანიშნული აქვთ სავიზო გასაუბრების თარიღი, უნდა იმოქმედონ.

„აუცილებელია იმოქმედოთ 26 მაისამდე და 30 მაისს ან 30 მაისიდან, რომ შეინარჩუნოთ უკვე ჩანიშნული სავიზო გასაუბრების თარიღი ახალ სისტემაში.

გთხოვთ შეამოწმოთ რეგისტრაციისას მითითებული ელფოსტის მისამართი 26 მაისამდე (ასევე, სპამ საქაღალდე) და მოიძიოთ შეტყობინება su*************@**********cs.com მისამართიდან, რომელიც შეიცავს საჭირო ინფორმაციას და ინსტრუქციას.

იმ აპლიკანტებმა, რომლებსაც აქვთ მოქმედი სავიზო მოსაკრებლის ქვითარი ან დაგეგმილი ვიზიტი ძველ სისტემაში, აუცილებლად უნდა გამოიყენონ იგივე ელფოსტის მისამართი, რომელიც გამოიყენეს ძველ სისტემაში რეგისტრაციისას, როდესაც დარეგისტრირდებიან ახალ სისტემაში”, – იტყობინება აშშ-ის საელჩო.

ამასთან, აშშ-ის საელჩო იტყობინება, რომ 2025 წლის 27-29 მაისს მსურველები ვერ შეძლებენ სავიზო ვიზიტის ჩანიშვნას ან გადანიშვნას. მოსაკრებლის გადახდის სერვისი მიუწვდომელი იქნება ამ პერიოდში. მიუწვდომელი იქნება 28-29 მაისს სატელეფონო მომსახურებაც. გარდა ამისა, ვერ შეძლებენ 221გ ან გასაუბრებისგან გათავისუფლების დოკუმენტების გადაცემას საკურიერო ლოკაციაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *