აშშ-ის ტარიფების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის 50-ზე მეტი ქვეყანაა მზად – ტრამპის მრჩეველი

როგორ ეხმაურებიან ტრამპის ახალ ტარიფებს მსოფლიო ლიდერები?
განაცხადა.

“გუშინ საღამოს მივიღე ანგარიში, რომ პრეზიდენტს [სავაჭრო] მოლაპარაკებების დასაწყებად 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა – ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ესმით, რომ ტარიფების ტვირთი მძიმედ აწვებათ,” – განაცხადა ჰასეტმა.

ასევე, ABC News-თან ინტერვიუში ჰასეტმა უარყო, რომ ტარიფებით აქციების ფასების “ჩამონგრევა” აშშ-ს ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთის შემცირებისკენ იძულება ტრამპის სტრატეგიის ნაწილია. მისი თქმით, ცენტრალური ბანკის მიმართ არანაირი “პოლიტიკური იძულება” არ იქნება.

“განთავისუფლების დღე” – ასე უწოდა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს მასშტაბური სავაჭრო ტარიფების გამოცხადებას, რომელიც მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანას ეხება და რაც აშშ-ის 4.1 ტრილიონიან იმპორტის ასობით მილიარდი დოლარით დაბეგრავს მოიაზრებს. მათ შორის 20%-იანი ტარიფები დაწესდა EU-ს ყველა ქვეყნისთვის, 34%-იანი ტარიფი ჩინეთისთვის, 24% იაპონიისთვის. ტარიფები შეეხო საქართველოსაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *