აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 350 000-მდე ვენესუელელის დეპორტაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 350 000-მდე ვენესუელელის დეპორტაციას მხარი დაუჭირა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა, გააუქმონ ასობით ათასი ვენესუელელი მიგრანტისათვის ჯო ბაიდენის მიერ მინიჭებული დროებითი დამცავი სტატუსი, რაც მათი დეპორტირების წინაპირობას ქმნის – ამის შესახებ Reuters წერს.

სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა და გააუქმა ადრეული ბრძანება, რომლითაც შეჩერდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის გადაწყვეტილება, გაუქმებულიყო ვენესუელელებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის პროგრამით დეპორტაციისგან დაცვის პროგრამა.

აშშ-ის კანონმდებლობით, აღნიშნული პროგრამა ჰუმანიტარული დახმარებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ომით, ბუნებრივი სტიქიებით ან სხვა კატასტროფებით. პროგრამის მონაწილე პირებს აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ეძლევათ.

სასამართლო მიგრანტებს გასაჩივრების საშუალებას მისცემთ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება და ვადაზე ადრე გააუქმებს სამუშაო ნებართვებსა და დროებითი დაცვის პროგრამით მინიჭებულ სხვა დოკუმენტებს, რომელთა მოქმედების ვადაც ბაიდენის ადმინისტრაციამ 2026 წლის ოქტომბრამდე განსაზღვრა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ დროებითი დაცვის სტატუსი ვენესუელიდან 348 202 მიგრანტზე გასცა.

ათობით ათასი მიგრანტის დეპორტაცია დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. ინაუგურაციის შემდეგ მან პირობა დადო, რომ დროებითი დაცვის სტატუსს არაერთ ჯგუფს გაუუქმებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *